"სიცოცხლის უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე მაღლა დგას" - გამყრელიძე
"კეთილი უნდა ვინებოთ, რომ ჩვენი შეკრება, ჩვენი მიტინგი, არ იქცეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, თუმცა უფრო მაღლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დგას.
"ჩემი ამოსავალი წერტილი გახლავთ დეკლარაცია ადამიანის უფლებების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას არავინ არავის არ და ვერ აუკრძალავს, მაგრამ", — განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
