ამირან გამყრელიძე - უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო.
როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს.
„ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები. ჩვენც მივდევთ ამ სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ლოკდაუნები. წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესების. ამაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა