"ვთხოვ ყველა პარტიას, ხელს ნუ შეუწყობენ ვირუსის გავრცელებას"
ყველა იმ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა ვთხოვო, ხელს ნუ შეუწყობენ ვირუსის გავრცელებას, ნუ გამოვიყენებთ ექიმების გმირობას და კეთილგანწყობას ბოროტად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რეკომენდაციების დარღვევა დიდი რისკის მატარებელია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ექიმებისთვის.
„ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა ვთხოვო, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ იარაღად რჩება. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა ძალიან დიდი რისკის მატარებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარმწუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე იბრძოლებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობას და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად.
კვლავ ძალიან მნიშვნელოვნად რჩება საზოგადოების გონიერება, რომელიც მათ გამოიჩინეს გაზაფხულზე. დღეს ეს გონიერება მეტად უფრო კრიტიკული და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
