ქუთაისის კლინიკა "ბომონდი" გარდაცვლილ ცოლ-ქმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისის კლინიკა ბომონდი გარდაცვლილ ცოლ-ქმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კლინიკის განცხადებით, 54 წლის მამაკაცი გაწერეს, რადგან PCR ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"აღნიშნულმა პაციენტმა 30 ოქტომბერს კლინიკის ცხელების ცენტრს მომართა ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით. ჩაუტარდა კოვიდდიაგნოსტიკა- გაუკეთდა "პისიარ" კვლევა და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაყოვნდა ცხელების ცენტრში, სადაც უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, გაუკეთდა გულ-მკერდის რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები. რადგან "პისიარ" კვლევით პაციენტს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, მან 3 ნოემბერს, დილით, კლინიკა დატოვა და მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა გაეგრძელებინა შესაბამისი პროფილის ექიმთან. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ კოვიდდადებით პაციენტებს იღებს, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების მიღება და დაყოვნება არ შეუძლია," - აღნიშნულია ბომონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, კორონავირუსით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მიუღლე გარდაიცვალნენ. ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ , დამძიმების შემდეგ კი ქუთაისის კლინიკას მიმართეს.
მოგვიანებით, შვილი იძულებული გახდა მამა გორში წაეყვანა, თუმცა, ადგილების არ არსებობის გამო, მისი მოთავსება რეანიმაციაში ვერც იქ მოხერხდა.
გუშინ მან ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავდა და დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში გოგონამ სოციალურ ქსელშივე გამოაქვეყნა, რომ დედა გარდაეცვალა.
ამ დილით მარი კაკაურიძეს მამაც გარდაეცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს მარი კაკაურიძის მეგობარმა დაუდასტურა.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა