ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა, 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
კლინიკაში მკურნალობენ ბავშვები, მათ შორის ერთი და ორი თვის ჩვილები, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.
ასევე მკურნალობას გადის 102 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
