საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, 2 289 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით თბილისში გარდაიცვალა ათი, აჭარაში – ორი , იმერეთში – შვიდი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში ერთი ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 401 ადამიანი გარდაცვლილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
