რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით უკვე ეს შეზღუდვა მოქმედებს. ჩვენ გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და მსგავსი სოციალური სუფრები, მათი სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ მოსახლეობას და გთხოვთ, დავიცვათ ეს შეზღუდვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
