,,გული მეწვის... ჩემო ფერია გოგო" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის გოგო
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის გოგო ქეთი კობერიძეა.
მოსწავლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პედაგოგები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
,,გული საშინლაად მტკივა. ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ რამდენი თბილი და ტკბილი დრო გაგვიტარებია ერთად. გული მეწვის, ამ ფოტოების, შეტყობინებების ნახვაა, რომელიც უკვე მოგონებაა, ტკბილი მოგონება. ცრემლიანი და ტკივილიანი მოგონება.
ქეთა ჩემო ლამაზო, თბილო, თვალებციმციმა, ყოველთვის ხალისიანო. ძალიან დამწყვიტე გული. შენი ხმა ყურში ჩამესმის "მასწიკო". რამდენჯერმე მოგიმართავს ეგრე და ეხლა შენს "მასწიკოს" ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება. შენს კლასელებს, მეგობრებს და მასწავლებლებს ვუსამძიმრებ. მათ ყველას ძალიან უჭირს დღეს შენს გამო", - წერს ხათო ბადირეიშვილი.
მოსწავლეს ემოციური პოსტით ეხმაურება კიდევ ერთი პედაგოგი.
,,ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად. ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო. უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა... ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო. კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად. დაიცავით ეს ოხერი წესებიიიიიიიიი, დაიცავით", - წერს ანა კინწურაშვილი.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
