"ლოკდაუნის" გარეშე ინფიცირების შემცირება ძნელია"- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ,,ლოკდაუნის" გარეშე კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მართვა რთულია.
მისი თქმით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსასვლელად ორი გზა არსებობს.
„რა გზით ვიაროთ? ორი გზა გვაქვს, რომ წავიდეთ. ერთი - დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოკდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება. მთელი დარტყმა თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, კლინიკურმა სექტორმა. ეს გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, რომ მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი, თუნდაც იმ დოზით, რომელიც თუნდაც დღეს ექმნება დაგვიანებების სახით, რომ სიკვდილიანობა იყოს ძალიან დაბალი“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
