რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებს საქართველოში - გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში.
„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები ჩანან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც განაწილებულია პოლიკლინიკებში. გამყრელიძის განმარტებით, რომ პირველ რიგში რისკ ჯგუფში შემავალი პირები იცრებიან.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
