ქუთაისში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდვირუსზე ტესტი 939 ადამიანს გაუკეთდა, აქედან 99-ის პასუხი დადებითია.
ქუთაისში ვირუსი 60 ადამიანს დაუდასტურდა, დანარჩენი შემთხვევები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაწილდება. ინფორმაცია მედიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მიაწოდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ახალ შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულების კონტაქტებია.
დღეს კოვიდ სასტუმროთა რაოდენობას კიდევ ერთი, 35 ნომრიანი სასტუმრო დაემატა, ზვიად შალაბერიძის თქმით მოხდება კლინიკების დამატებაც. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საწოლფონდის პრობლემას გამორიცხავს.
ამ დროის ინფორმაციით, 200 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს,მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლინიკებში არის 600 ადგილი,აქედან დაკავებულია 501.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
