,,ისინი გადაარჩენენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს" - ცერცვაძის მიმართვა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.
თენგიზ ცერცვაძე მათ სთხოვს, რომ ჩააბარონ პლაზმა, რომელსაც შემდეგ ინფიცირებულებს გადაუსხამენ.
,,პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. 6 შემთხვევაში ჩვენ პლაზმა გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფებში და ყველა მათგანი გადარჩა.
ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ დონორები არ გვყავს, არ მოდიან. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა და არის გამოჯანმრთელებული, მოგვმართონ ჩვენ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს და ჩააბარონ პლაზმა, ან მიმართონ იმ დაწესებულებას, სადაც მკურნალობდნენ და მერე ისინი დააკვალიანებენ. ისინი ამით უდიდეს სიკეთეს გააკეთებენ, გადაარჩენენ სხვა ადამიანის სიცოცხლეს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
