"ვემუდარები ყველას, ეს არ გააკეთონ" - ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ მათ ვისაც აქვთ რესპირატორული ინფექციის სულ მცირე სიმპტომიც კი, ამის შესახებ ინფორმაცია არ დამალონ და აუცილებლად ჩაიტარონ კორონავირუსზე ტესტირება.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, დროული ტესტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,აბსოლუტურად ყველამ, ვისაც აქვს სულ მცირე სიმპტომი რესპირატორული ინფექციის ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, იმყოფებოდა კონტაქტში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთან ან იყო უცხოეთში - ჰყავდა უცხოელი სტუმარი, ან იმყოფებოდა ხალხმრავალ შეკრებაზე, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, ამ ადამიანებმა აუცილებლად მოკლე დროში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. პასუხი იქნება ყველაზე გვიან 48 საათში, გამორიცხულია, რომ ვინმემ ეს დამალოს.
მინდა ვთხოვო ყველას, ვემუდარები ყველას, რომ ეს არ გააკეთონ, ეს არის ყველაზე ცუდი რამ რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, იყო ერთეული შემთხვევები, არ განაცხადა პიროვნებამ რომელმაც იცოდა, საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა, მაგრამ მანამდე მან რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
