"რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება"
იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. გუბერნატორის ინფორმაციით 101 შემთხვევა ქუთაისიდან არის.
„ახალი შემთხვევები აქამდე არსებული ინფიცირებულების კონტაქტები არიან. რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა შალამბერიძემ.
გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 150 უსიმპტომო პაციენტი სასტუმროშია გადაყვანილი, 1 100 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
