ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატაა, ორი კი გამოჯანმრთელდა.
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ ოთხი და გავწერეთ ორი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის,მათ შორის 13 ბავშვია. მათგან მძიმეა ცხრა, კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
