რატომ ვერ მოხერხდა ინფიცირებული პოლიციელის გადარჩენა - ექიმის განცხადება
პოლიციელს ორივე ფილტვის 90-პროცენტიანი დაზიანება ჰქონდა, – ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პოლიციელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 51 წლის პაციენტი საავადმყოფოში 29 სექტემბერს შეიყვანეს, კორონავირუსი კი პირველ ოქტომბერს დაუდგინდა.
„29 სექტემბერში შემოიყვანეს. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ქოშინი. მას ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში სახლშიც აღენიშნებოდა. პაციენტს კორონავირუსი პირველ ოქტომბერს დაუდგინდა და გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ტომოგრაფიაზე ორივე ფილტვის დაზიანება და სუნთქვის გაძნელება გამოიკვეთა, რის გამოც ინფექციური თერაპიის პალატაში იმყოფებოდა.
გუშინ პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. ამის გამო მას კომპიუტერული ტომოგრაფია კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სისხლძარღვოვანი რეჟიმით და აღმოჩნდა, ორივე ფილტვის 90-პროცენტიანი დაზიანება.
პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, მაგრამ ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. პაციენტს ანამნეზში, შუნტირება ჰქონდა გაკეთებული, მას გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
