ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატაა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 62 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ ორი და გავწერეთ ერთი პაციენტი. ამ ეტაპზე, კლინიკა შევსებულია და ახალ პაციენტებს ვერ მივიღებთ. კლინიკაში მკურნალობას 62 პაციენტი გადის. მათგან მძიმეა 8, კრიტიკულად მძიმე 1 პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ. ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 124-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
