ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორნავირუსი დაუდასტურდა
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
დღეს, მუნიციპალიტეტში ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. სასწავლო პროცესი 31-ე და 41- ე სკოლებში შეწყდა.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მოსწავლეების კონტაქტები იზოლაციაში გადავიდნენ. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 370 პაციენტი მკურნალობს, მათი ძირითადი ნაწილი იმერეთის და ქუთაისის მკვიდრია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
