როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით
ქსოვილის ნიღბებით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ საზოგადოებრივ ადგილებში კორონავირუსის გავრცელება, სადაც ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა გართულებულია.
მაგრამ ამ ფუნქციის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ სამშრიანი ნიღბების შემთხვევაში - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რეკომენდაციებში.
გარეთა შრეს უნდა ჰქონდეს ტენის ამრეკლავი თვისება, რათა ირგვლივ მყოფი ადამიანების სასუნთქი გზებიდან წამოსულმა სითხის მცირე წვეთებმა არ შეაღწიოს ნიღაბში. ასეთი თვისებით ხასიათდება სინთეტიკური ქსოვილები-პოლიპროპილენი, პოლიესთერი ან მათი ნარევი.
შუა შრემ უნდა შეასრულოს ფილტრის როლი და შეაკავოს ვირუსები. ამ მიზნისთვის გამოდგება სინთეტიკური არაქსოვილოვანი მასალა, როგორიცაა პოლიპროპილენი, უკიდურეს შემთხვევაში ბამბის ქსოვილიც წავა, მაგრამ მას ფილტრის ფუნქცია უფრო ნაკლებად აქვს, სინთეტიკასთან შედარებით.
არაა რეკომენდებული ნიღბების შეკერვა ელასტიური ტრიკოტაჟის მასალისგან, რადგანაც ამ ქსოვილს ფილტრის ფუნქცია ნაკლებად აქვს და მათი გარეცხვა არ შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე.
ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირს, ლოყებს, ნიკაპს და მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიღბის ტარებას აზრი არ აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნიღაბი უნდა იყოს ინდივიდუალური. ამიტომ ნურავის ათხოვებთ თქვენს ნიღაბს. ნიღაბის დასველებისთანავე საჭიროა მისი მშრალით შეცვლა, ამიტომ რამოდენიმე ნიღაბი ყოველთვის უნდა გქონდეთ თან.
ნახმარი ნიღბის მოხსნისას, არ შეეხოთ მის გარეთა შრეს, თვალებსა და პირს. სველი ნიღაბი ჩადეთ ჰერმეტულ პაკეტში და დაიბანეთ ხელები.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
