"სახლებში პურმარილებს აწყობენ, მერე იტყვიან კორონავირუსი დაგვემართაო" - პაატა იმნაძე
თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გააკეთა.
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა - ყველას უნდა თავისუფლება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ ცოტა ჩვენ თავს არ ვაიძულებთ, ლაპარაკია ელემენტარული წესების დაცვაზე - დახურულ სივრცეში რომ შედიხარ, გაიკეთე პირბადე, დაიცავი დისტანცია, ნუ შეიკრიბები და ნუ გადაიხდი ქორწილებსა და ხალხმრავალ დაბადების დღეებს. თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო. ჩვენი თანამოქალაქეების შეგნებაზეა ახლა ეს. აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანების რომ იქცეოდა კარგად, იმიტომ განვლეთ მართლა კარგად ეს პირველი ეტაპი. ახლა იწყება მეორე ეტაპი ამ დაავადებასთან ბრძოლის და ისევ და ისევ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თუ არ დავიცავით და ერთმანეთს არ მოვუფრთხილდით, დამერწმუნეთ, რომ ამის გაჩერება... სამწუხაროდ მაგალითები ხომ გვაქვს გვერდით ქვეყნებში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა