რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 3 თანამშრომელი დაინფიცირდა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა.
მისი ინფორმაციით, ჯამში კლინიკას 4 ინფიცირებული თანამშრომელი ჰყავს, აქედან ერთი დამლაგებელია.
„სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, პირველი შემთხვევა დადასტურდა გუშინ და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივად ვატარებდით გეგმურად PCR ტესტირებას მთელი პერსონალის, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, - განაცხადა გოფოძემ.
ლევან გოფოძის განმარტებით, პაციენტების ინფიცირების წყარო უცნობია.
„წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა ვირუსი, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება" - განმარტა გოფოძემ.
რაც შეეხება ინფიცირებულების ჯანმრთელობას, მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი“, - აღნიშნა გოფოძემ.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა