"არავითარი გამონაკლისი, გამოვიძახოთ პატრული" - ოხანაშვილი
"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კოლეგებო, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის არც ერთ წევრზე არ გავრცელდეს. პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, პარლამენტის თითოეული წევრი დაჯარიმდეს,"- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სპეკულაცია რომ არ იყოს, აბსოლუტურად ყველამ უნდა დაიცვას პირბადის სწორად მოხმარების წესი.
"თქვენი სულისკვეთებიდან, რაც აქ მოვისმინე, მგონი, ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ. თუ მიერთდებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არანაირი საგამონაკლისი წესი პარლამენტის წევრებზე, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებით (ხუმრობით, რა თქმა უნდა) არ დაუშვას. შესაბამისად, პირბადის ტარების წესი აი, აქ, დახურულ საჯარო სივრცეში თუ დაფიქსირდება, გამოვიძახოთ პატრული, უზრუნველვყოთ იმის შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს შევატყობინოთ, ამ შემთხევაში, საპატრულო პოლიციას და პარლამენტის წევრები დაჯარიმდნენ. შესაბამისად, მგონი, ამაში ერთიანი ვართ. თუ სხვა საწინააღმდეგიო პოზიცია გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ. ჩვენ ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ზოგიერთმა კოლეგამ საკითხი წამოჭრა, თითქოს ჩვენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ სპეკულაციას რომ არ ჰქონდეს ადგილი, აბსოლუტურად ყველამ დავიცვათ წესი. ჩვენ ისედაც ვიცავთ ამ რეკომენდაციებს, აბსოლუტურად ყველას გვაქვს პირბადე, „ქართული ოცნების“ გუნდზე“ მაქვს ახლა საუბარი, სხვებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტრიბუნასთან ვართ. ამიტომ, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის წევრთან მიმართებით დახურულ საჯარო სივრცეში, პარლამენტის შენობაში არ იყოს",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სიახლეები
- “რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა” - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა
- “ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის; მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე” – პაპუაშვილი
- ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კომისიაზე არმისვლის გამო
- “ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს” - დიმიტრი ხუნდაძე
- ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა