"დიდი ალბათობით კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება" - პაატა იმნაძე
"კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოვებს,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის და ეს პირველ რიგში, ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა.
"კორანავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის. ეს, პირველ რიგში, ძველი გამოცდილებაა, კონკრეტულად ეს არის 1918 წლის პანდემიის გამოცდილება, ასევე 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას მეორე ტალღა ჰქონდა, რომელიც ზამთრის მეორე სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, 1918 წელს უფრო ძლიერიც კი - ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოვებთ.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ისინი ნაადრევად არ მოხსნილა, ყველაფერი თავის დროზე მოხდა. მთავარი იქნება თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა", - განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
