"კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით, იქნება და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოვებთ"
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოვებს.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის და ეს პირველ რიგში, ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა.
„კორანავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის. ეს, პირველ რიგში, ძველი გამოცდილებაა, კონკრეტულად ეს არის 1918 წლის პანდემიის გამოცდილება, ასევე 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას მეორე ტალღა ჰქონდა, რომელიც ზამთრის მეორე სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, 1918 წელს უფრო ძლიერიც კი - ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოვებთ.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ისინი ნაადრევად არ მოხსნილა, ყველაფერი თავის დროზე მოხდა. მთავარი იქნება თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე