"ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი და წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან, როდის და სად მოხდა ინფიცირება - ეს უკიდურესად საგანგაშოა!"
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი.
ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსახლეობას გონიერების გამოჩენა მოუწევს, რათა ის მიღწევა არ დაიკარგოს, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლაში მოიპოვა.
„11 ივნისის მდგომარეობით ინფიცირების ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი. ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე