საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთს მძიმე პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდიან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არცერთი ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა.
ჩვენ ისევ ძველი პაციენტები გვყავს, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრს ყავს 40 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა უცვლელია. კვლავ გვყავს ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. უკვე მეორე დღეა პროგრესირება აღარ შეიმჩნევა და ალბათ, გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყება მალე. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
