ჩინეთი პირობას იძლევა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება
ჩინეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შექმნისა და გამოცდის შემდეგ, ხელმისაწვდომი გახადოს მთელი მსოფლიოსთვის.
ამის შესახებ განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრმა
.
"შემდგომ ეტაპზე, როდესაც ჩინეთის ვაქცინა შემუშავებისა და კლინიკური გამოცდის გავლის შემდეგ მზად იქნება, ჩვენ შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის 73-ე სესიაზე განაცხადა."
მინისტრის თქმით, ჩინეთის მეცნიერები მუშაობენ მინიმუმ ხუთ ვაქცინაზე. ზოგიერთი მათგანი უკვე გამოცდის ეტაპს გადის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნისას პტრიორიტეტი უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხელმისაწვდომობას ენიჭება. ასევე მსოფლიომ უნდა გააძლიეროს ვაქცინის შემუშავების საკითხში თანამშრომლობა შემდგომ სტადიებზედაც.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მუშავდება რამოდენიმე ქვეყანაში. ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის ჩატარებაზე ნებართვა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გასცა. ა.შ.შ-ში აპრილში დაიწყო პირველად, ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
