ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან 100-მდე პირი გამოიკვლიეს
"ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან გუშინ 100-მდე პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"გვაქვს 26 ახალი შემთხვევა. აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კერძოდ ყველაზე ცხელ წერტილს თვითონ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეს არის, სოფელი მუშევანი. პარასკევს ჩვენ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული და დადასტურდა გუშინ 18 შემთხვევა. აქედან 17 მუშევანიდანაა, ერთი გახლავთ კონტაქტი, სამედიცინო დაწესებულების მძღოლი. ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. გავრცელებული საბურთალოს კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ გუშინ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულის და იქიდან დაგვიდასტურდა ოთხი შემთხვევა. დანარჩენი ოთხი შემთხვევა გახლავთ საკარანტინო ზონებიდან",- განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
