რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ
კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას თვალი იტვირთება.
ბევრს სტკივა თვალი, შუბლის არე და უჩნდება სიმშრალის შეგრძნება.
ეს ყველაფერი კი შესაძლებელია სწორედ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობით იყოს გამოწვეული. რა უნდა გავაკეთოთ, რომ "კომპიუტერული მხედველობის სინდრომი" (CVS) ექიმის გარეშე ავიცილოთ თავიდან.
- დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე, გამოიყენეთ თვალის წვეთები - ე.წ. ხელოვნური ცრემლი.
- ყოველ ორ საათში მოწყდით კომპიუტერს, ადექით, გაიკეთეთ ჩაი, შეასრულეთ რამდენიმე სავარჯიშო.
- დაარეგულირეთ მონიტორის სიმკვეთრე ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ოთახში არსებულ განათებას.
- გაწმინდეთ მონიტორი. მონიტორზე არსებული მტვრის ფენა უფრო მეტად ღლის თვალს.
გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ დაღლილობის მოხსნაში. შეასრულეთ ისინი ყოველ ჯერზე, როცა დისკომფორტს იგრძნობთ.

გთავაზობთ სავარჯიშოებს დაღლილი თვალისთვის:
- ისე, რომ თავი არ მიატრიალოთ, რამდენჯერმე აიხედეთ ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. გააკეთეთ ეს ჯერ ღია, შემდეგ დახუჭული თვალით.
- "დახატეთ წრეები" დახუჭული და ღია თვალებით - ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით.
- ამოძრავეთ თვალის გუგები ისე, რომ დაიხატოს რვიანი.
- სწრაფად და მსუბუქად ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში.
- გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი დახუჭულ თვალებზე თითის ბალიშებით.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
