,,1980 წლამდე დაბადებულ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს"-ივანე ჩხაიძე
ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, გარკვეული დაცვა აქვს „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატი არსებობს, კლინიკურ პრაქტიკაში ერთ მედიკამენტს იყენებენ, რომლის ეფექტურობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის. მისივე თქმით, დაავადება სიმპტომურ მიმართვას საჭიროებს.
“მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა, თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში გახდა უფრო მეტად აქტუალური. აღნიშნულის მიზეზი 2022-2023 წლის პირველი აფეთქებაა აფრიკის ქვეყნებში და ახლა, 2024 წლის ივლისიდან მეორე აფეთქება, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო.
ძალიან აქტიურად განიხილება ვაქცინაციის საკითხიც. „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ითვლება, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტურია. 1980 წლამდე ყვავილის ვაქცინა კეთდებოდა მთელ მსოფლიოში ყვავილის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც 1979 წელს დაფიქსირდა ყვავილით ბოლო პაციენტის გარდაცვალება, ჯანმომ გამოაცხადა, რომ მთლიანად არის აღმოფხვრილი, შესაბამისად ამ პერიოდის შემდეგ ყვავილის ვაქცინაცია არ ტარდება.
ყველა იმ ადამიანს აქვს გაკეთებული ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, ვინც 1980 წლამდე დაიბადა, მათ გარკვეული დაცვა აქვს „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ. 1980 წლიდან 40 წელზე მეტია გასული, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაღალი არ არის, მაგრამ გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს.
არც „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატი არსებობს, თუმცა, ახლა იყენებენ კლინიკურ პრაქტიკაში ერთ მედიკამენტს, რომლის ეფექტურობა დადასტურებული არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ეხება მხოლოდ შერჩეულ ჯგუფს, მათ, ვინც მოგზაურობს ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. ვაქცინაცია ასევე ეხება იმ პირებს, ვინც ინფიცირებულთან კონტაქტი იყო.
ევროპაში, შვედეთშია დაფიქსირებული 1 შემთხვევა, შესაბამისად, არ არის რეკომენდაცია, რომ ეს ვაქცინაცია მასობრივი გახდეს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი