ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე მსჯავრდებული ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს
ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე მსჯავრდებული თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს.
ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროსგან ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ.
„ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ენტეროვირუსით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან „ვივამედში“. ჩემი ინფორმაციით, 15 პატიმარია გადაყვანილი, თუმცა არ გამოვრიცხავ მეტი იყოს. სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ჯგუფებით“, - აცხადებს ადვოკატი სოფიო ბონდარენკო.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს იუსტიციის სამინისტროში აზუსტებს.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
