ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები
2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები. თბილისის მოსახლეობისთვის საჭირო ხარჯს მუნიციპალიტეტი დაფარავს, რეგიონებისას კი - ჯანდაცვის სამინისტრო
ამ დრომდე მედიკამენტები უფინანსდებოდათ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, თუმცა ახლა სოციალური სტატუსი განმსაზღვრელი აღარ იქნება.
"ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში რეგისტრირებულ მოსახლეობაზე საუბროს დროს.
უფრო ადრე, 22 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უწყებამ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის წესით, "მნიშვნელოვნად დაბალ ფასად" შეძენა დაიწყო.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტებს სრულად დაუფინანსებს მკურნალობის კურსს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
