სახიფათო სიმპტომების სია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
სტატისტიკის თანახმად, სიკვდილიანობის დიდი პროცენტი გულთან დაკავშირებული პრობლემების შედეგია.
რისკი იზრდება 60 წლის ზემოთ, დიაბეტით დაავადებულ და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. თუმცა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია სახიფათო სიგნალების დროულად და სწორად გამოცნობისას.
ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომებია: გულმკერდის არეში დისკომფორტი, ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელში. ეს ინფარქტის კლასიკური ნიშნებია. თუმცა ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს ხველა ვარდისფერი ან ღია ფერის ნახველის გამოყოფით.
თავბრუსხვევა, ორიენტაციის დაკარგვა, ქოშინი - ეს ყველაფერი გულის ცუდად მუშაობის შედეგია. ორგანო ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს და ქსოვილები ზარალდება ჟანგბადის უკმარისობით.
საყურადღებო სიმპტომია ფეხების შეშუპება, რაც ასევე მეტყველებს გულის არასწორ მუშაობაზე.
წყარო: mkurnali.ge
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
