დაიცავით ეს 5 ოქროს წესი, რათა ზამთარი გაციების და გრიპის გარეშე გადააგოროთ
მოუთმენლად ელოდებით ახალ წელს? სამწუხაროდ, ავადმყოფობამ შეიძლება გააფუჭოს თქვენი სადღესასწაულო განწყობა. გაციება და გრიპი, ზამთრის სეზონის თანმდევი დისკომფორტია, თუმცა, მარტივი რჩევების გათვალისწინებით, მათი თავიდან არიდება, შესაძლებელია!
მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული
თუკი გსურთ, რომ ზამთრის სეზონისთვის იმუნიტეტი გაიძლიეროთ, მაშინ უმჯობესია, ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადახვიდეთ.
ამოიღეთ რაციონიდან მარილიანი და შაქრიანი კერძები, სანაცვლოდ კი ჩაამატეთ მეტი მწვანილი და ხილ-ბოსტნეული. ცივ ამინდში იმუნური სისტემის გასაჯანსაღებლად, საუკეთესო არჩევანი ისეთი სეზონური ბოსტნეულია, როგორიცაა სტაფილო და კარტოფილი.
დღის განმავლობაში, მეტი დრო გაატარეთ გარეთ
როდესაც გარეთ ცივა, დიდია ცდუნება, რომ მთელი დღე, სახლში ჩაფუთნულმა გაატაროთ, მაგრამ, საკუთარ თავს უნდა აიძულოთ გარეთ გასვლა.
თუ ზამთარში საკმარის დროს არ გაატარებთ ბუნებრივ შუქზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტი, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
როდესაც თავისუფალი დრო გექნებათ, გადით გარეთ და თუნდაც დღეში 20 წუთი გაატარეთ გარეთ. დაიმახსოვრეთ, მზის სხივები, ღრუბლიან ამინდშიც კი აღწევს ჩვენამდე.
დარწმუნდით, რომ საკმარის წყალს სვამთ
ზაფხულში ყოველთვის გვახსენებენ, რომ საკმარისი წყალი უნდა მივიღოთ. მაგრამ ზამთარში, ჰიდრატაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თბილ ტანსაცმელში ადვილია გაოფლიანება, ეს დანაკარგი კი, სწორედ ონკანის წყლით უნდა შეივსოთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას და ჩაის, რადგან ეს სასმელი, სასმელი წყლის დეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებს.
შეეცადეთ, უკეთ გამოიძინოთ
მართალია ზამთარში დილით გაღვიძება ადვილი არ არის, მაგრამ უნდა შეეცადოთ დაიცვათ თქვენი რეგულარული ძილის რეჟიმი.
დამატებით, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მოერიდეთ საღამოს საათებში კოფეინს, ვარჯიშს და საკვების მიღებას.
ყოველთვის თბილად ჩაიცვით
თუ გარეთ დიდ დროს ატარებთ, მაშინ თავი უნდა დაიცვათ ჰიპოთერმიისგან, მოყინვისა და გადაციებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისგან.
მიადევნეთ თვალი ამინდის პროგნოზს და ჩაიცვით სათანადოდ. შეიძინეთ თბილი ზამთრის ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი, კაშნე და ხელთათმანი, რადგან ზამთრის მთავარი გამოწვევა, სითბოს შენარჩუნებაა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა