ახალი და გაუმჯობესებული კოვიდ-ვაქცინა უკვე დამტკიცებულია - როდის შემოვა ის საქართველოში
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ “მოდერნასა” და “ფაიზერის” ერთობლივი კოვიდ-19-ის ვაქცინის “ბუსტერ 2” განახლებული ვერსია დამტკიცა.
ეს ვერსია შეიქმნა იმისთვის, რომ “ომიკრონის” ახალ ქვეშტამებს ეფექტურად გაუმკლავდეს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახალი გაუმჯობესებული ვარიანტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ვაქცინებს ეტაპები ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. სწორედ ამის გამო გოგინავა ამბობს, რომ ახალი ვაქცინების საქართველოში შემოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ (ფდა) დამტკიცეული ვაქცინის განახლებული ვერსია სპეციალურად არის შეცვლილი იმისთვის, რომ ყველაზე ეფექტურად ებრძოლოს ომიკრონის ახალ, ამჟამად ყველაზე გავრცელებულ ქვევარიანტებს - BA.4/BA.5-ს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი და გაუმჯობესებული კოვიდ-ვაქცინა უკვე დამტკიცებულია - როდის შემოვა ის საქართველოში.
“გარდა ამისა, ორივე ბუსტერი ასევე ეფექტურია ვირუსის სხვა ვარიანტებისა და ქვევარიანტების მიმართაც. “ფდა”-მ კომპანია “მოდერნას” ვაქცინის გაკეთების ავტორიზება 18 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვის მისცა. “ფაიზერის” ახალი ბუსტერის გაკეთება კი 12 წელზე ზემოთ ასაკიდან იქნება შესაძლებელი. მისი გამოყენება ნებადართულია პირველადი ვაქცინების, ან ბოლო ბუსტერ-დოზის გაკეთებიდან, სულ მცირე, ორი თვის მერე, ამერიკის მთავრობას უკვე აქვს დარეზერვებული “ფაიზერის” განახლებული ვაქცინის 105 მილიონი და “მოდერნას” 66 მილიონი დოზა. თავის მხრივ “ფაიზერი” აცხადებს, რომ უკვე მზად აქვს ვაქცინების ნაწილი და 9 სექტემბრამდე 15 მილიონი დოზის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი. აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებას შემოდგომიდან აპირებს. იმის გამო, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი იწყება. მოსწავლეთა და სტუდენტთა უმრავლესობა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ბრუნდება და ამინდის ცვლილებასთან ერთად, დახურულ სივრცეებში სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება. ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვაშინგტონში, სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე, ბაიდენის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვაქცინები დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს წარმოადგენს. ჩვენ მივიწევთ იმ წერტილამდე, რომ ამერიკელთა უმრავლესობისთვის ერთმა ვაქცინამ უმაღლესი ხარისხის დაცვა მთელი წლის განმავლობაში უზრუნველჰყოს”, - განაცხადა თეთრი სახლის პანდემიასთან ბრძოლის ჯგუფის კოორდინატორმა, დოქტორმა აშიშ ჯამ. მან ახალ ვაქცინების შექმნის პროცესს “ძირითადი ეტაპი” უწოდა და დასძინა, რომ არსებული ვაქცინები 2020 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მწარმოებლებს უშუალოდ BA.4/BA.5 ქვევარიანტების წინააღმდეგ მიმართული ბუსტერები ჯერ ადამიანებზე არ გამოუცდიათ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახალი ბუსტერ ვაქცინის გაუმჯობესებული ვარიანტი, კოვიდთან ბრძოლაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”, - დასძენს გამოცემა.
“ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის. ვიცით, რომ როდესაც ახალი შტამები წარმოიქმნა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ეფექტური იყო, ამიტომ გაუმჯობესებული ვარიანტი აუცილებელი იყო. ვაქცინა, რომელსაც ექნებოდა უკეთესი ეფექტი ყველა შტამის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, აღნიშნულმა ვაქცინებმა გარკვეული ეტაპები კიდევ უნდა გაიარონ. სწორედ ამის გამო, ჯერჯერობით უცნობია თუ აღნიშნული ვაქცინები საქართველოში როდის გაჩნდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
სიახლეები
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი