20 ივნისიდან, სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
