როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში
გასული ერთი კვირის (06.06.2022-12.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში 546 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 100 232 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 92 556, „პისიარ“ ტესტით – 7 676.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.51%.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
