საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის გარდა, დაკვირვება მიმდინარეობდა „მაიმუნის ყვავილის“ კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევაზე, რა დროსაც, ინფექცია არ დადასტურდა.
„მოგეხსენებათ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ჩვენთან ზედამხედველობა გაძლიერდა. „მაიმუნის ყვავილისთვის“ ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი გამონაყარია.
ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ცირკულარი სამედიცინო დაწესებულებებს დაეგზავნათ. ცირკულარში ჩამოყალიბებული იყო რომელს უნდა დაარქვან სავარაუდო შემთხვევა, რომელს დადასტურებული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სადაც ექიმი ჩათვლის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სავარაუდო შემთხვევასთან, ეს მასალა უნდა გამოიგზავნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში კველევისთვის. ასეთი ერთი უკვე იყო, სადაც ჩატარდა კვლევა და უარყოფითი იყო. არის მეორე, რომელიც კვლევაშია“,-აღნიშნავს გამყრელიძე.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა