როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში
გასული ერთი კვირის (02.05-08.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 112 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 101 045, „პისიარ“ ტესტით – 11 519.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ქვეყნდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
