საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 272 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 018 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 289, „პისიარ“-ტესტით – 1 729.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო შვიდი დღის – 1,23%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 044 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 633 956 გამოჯანმრთელდა, 16 792 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 872 771 აცრა, დღიურად აცრილია 424.
ამასთან, 16 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
