"ნარატივი, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი ვარიანტია, შეცდომაში შემყვანია"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია და მან ვირუსის საფრთხე აღმოფხვრა.
„ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას! „ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში „ომიკრონ“ ვარიანტმა დაინფიცირების 18 მილიონი ახალი შემთხვევა გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მძიმე დაავადების პრევენციის კუთხით.
„ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონით“ დაინფიცირებისა და გადაცემის პრევენციაში, წინა ვარიანტებთან შედარებით, მაგრამ მაინც გამორჩეულად კარგია მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
