აშშ-ში ექიმებმა ადამიანს ღორის გული პირველად გადაუნერგეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად ისტორიაში, ადამიანის გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ჩაატარეს. ამან გულის მძიმე დაავადების მქონე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
ექიმების განცხადებით, ექსპერიმენტული ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მათი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ოპერაცია 100% წარმატებულია, თუმცა ეს ტრანსპლანტაციის დარგში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
პაციენტი 57 წლის დევიდ ბენეტია, რომლისთვისაც მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. ექიმები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მუშაობს მისი ახალი გული.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადანერგვისთვის ადამიანის ორგანოების უზარმაზარი დეფიციტია, რაც მეცნიერებს აიძულებს, გაერკვნენ, თუ როგორ გამოიყენონ ამ მიზნით ცხოველების ორგანოები.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
