"ომიკრონი" მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა - ჯანმო
კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა და ის "დელტაზე" სწრაფად ვრცელდება.
განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, ის, შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს.
"22 დეკემბრის მდგომარეობით, "ომიკრონი" ჯანმო-ს ექვსივე რეგიონში, 110 ქვეყანაშია გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტებით ინფიცირებულების შემთხვევაში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
