"ეს ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს" - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებში, როგორიც არის სასურსათო მაღაზია, აფთიაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.
მისი თქმით, ამგვარი კონტროლი ტექნიკურად რთული იქნება, ამავე დროს, მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს.
„ამ ეტაპზე, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ გამოყენება მიზნშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ამ პასპორტის გარეშე. სრულად ვაქცინირებული სულ 1 მილიონი ადამიანია. სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ამის გაკონტროლება ტექნიკურად ძნელი იქნება და მეორე - ეს ძალიან დიდ დისკომფორტს შექმნის და დიდ პროტესტს გამოიწვევს“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
