თავს ნუ ვიტყუებთ, საქართველო "ლოკდაუნის" გზას ადგას - ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს აზიარებს და წერს, რომ საქართველოში მალე მსგავსი ვითარება იქნება.
მისი თქმით, ქვეყანა კვლავ ლოკდაუნის გზას ადგას და თავის მოტყუებას აზრი აქრ აქვს. ფხაკაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"
ეს იქნება საქართველოში 2-3 კვირაში!
გეყოთ პოლიტიკა!
მიხედეთ საქმეს!
ხვალიდან:
გადავიდეთ ფაიზერის ვაქცინაზე!
ყველგან სამედიცინო პირბადე!
დაიცავით დისტანცია !
კოვიდსაშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის!
მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი!
თავს ნუ ვიტყუებთ …. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოქდაუნისკენ" - წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
