"ასაცრელად თავისი ნებით კიდევ 200 ათასი ადამიანი შეიძლება მოვიდეს, მეტი არა" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავისი ნებით ასაცრელად, შესაძლოა, კიდევ 200 ათასი ადამიანი მივიდეს.
მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვი საკმარისი არ არის და ვაქცინაციის ტემპის გასაძლიერებლად ახალი მექანიზმი უნდა გააქტიურდეს.
"დაახლოებით მილიონამდე ადამიანი გვყავს ახლა აცრილი, 760 ათასამდე არის ორჯერ აცრილი. ჩავთვალოთ, რომ მილიონი ადამიანი აცრილია ერთჯრედად. რესურსი იმისა, რომ უფრო გაძლიერებული საინფორმაციო კამპანიით კიდევ მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით, როგორც აქამდე მოდიოდნენ, არის დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, 150, მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანი, მეტი არა. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ კუმულაციური იმუნიტეტი თანდათან უფრო მეტია, ანუ აცრილი და ის, ვისაც გადატანილი აქვს. ახლა ვმსჯელობთ და დარწმუნებული ვარ, საბჭო ალბათ, მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებს შესაბამისი მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით. რამდენიმე ვერსიაა. ჩვენ წარვადგინეთ პაკეტი. ჩემი გადასახედიდან, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის. მომავალი კვირების განმავლობაში ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს", – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
