გახდება თუ არა აცრა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა. როგორ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნოს და ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება. მინისტრს მოქალაქეების გონიერების იმედი აქვს.
„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.
ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა