საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ, პოლიტიკა ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკა ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა. ამასთან, მისი შეფასებით, ხოლო გასულ წელთან შედარებით სოლიდარობაც ნაკლებია.
„საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში. ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით. შარშან გაზაფხულზე უფრო მეტი სოლიდარობა იყო. დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეზღუდვები და გარკვეული რეგულაციები ნაადრევად შემსუბუქდა. მისი განმარტებით, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მხოლოდ ერთი ფაქტორით არ არის გამოწვეული. სამწუხაროდ, შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ადამიანთა ყოფა მძიმე მდგომარეობაში იყო. გეთანხმებით, რომ ნაადრევად მოხდა შემსუბუქება შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების. მეორე მხარე არის თვითონ ჩვენი ქცევა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი და ასევე, ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი