ახდენს თუ არა ორსულის აცრა ბავშვზე გავლენას - კულუმბეგოვის განმარტება
ბავშვს კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს დედის აცრა როგორც ორსულობის, ისე ძუძუთი კვების დროს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის.
"ორსულობა არის მოწყვლადი მდგომარეობა. ზოგადად ორსულობა არის წარმავალი იმუნოდეფიციტური სიტუაცია, როცა ინფექციების მიმღებლობა და მასზე პასუხის უნარი ორსულს აქვს შესუსტებული და ეს ბუნებრივი მოვლენაა.
ორსულები მოწყვლადი ჯგუფია გრიპის ვირუსის მიმართაც და გრიპის ვაქცინაცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია ორსულთა ჯგუფში.
ორსულებისთვის აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე ვაქცინაციას იყენებენ, ისევე, როგორც მეძუძური დედების შემთხვევაში.
ეს ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ფაიზერის ვაქცინით.
სვამენ კითხვას - ეს ვაქცინა ბავშვზე ხომ არ მოახდენს რამე გავლებას?
ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მეცნიერული მტკიცებით შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ: ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის. ის არ ტრანსპორტირდება.
მაგრამ აცრიდან 10 დღის შემდეგ ანტისხეულები გადაეცემა შვილს და დედას უჩნდება შესაძლებლობა, მისი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით 2 სიცოცხლე დაიცვას - საკუთარი და ბავშვის," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
