13 გარდაცვლილ ორსულს ვერ ავიცილებდით, ორსულიც ადამიანია - ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია სპეციალური გუნდი, რომლის წევრებიც ფოკუსირებული იქნებიან ორსული კოვიდპაციენტების მართვაზე.
მისივე განმარტებით, ორსულები ვირუსის მიმართ მეტად მოწყვლადები არიან, ამასთან დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს "დელტა" შტამიც განაპირობებს.
„სერიოზული პრობლემაა დღეს ორსულებს შორის გარდაცვალების შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, 13 ორსულია გარდაცვლილი. სანამ „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო. ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია, უფრო მძიმეა, მაგრამ რამე განსაკუთრებული მოულოდნელობა არაა, როცა არის ქვეყანაში გარდაცვალების 7 ათასი შემთხვევა, ორსულიც ადამიანია, 13 გარდაცვლილ ორსულს, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან.
რა თქმა უნდა, ორსული უფრო მოწყვლადია, მას უფრო მეტი აქვს დამძიმების რისკები, თვითონ ორსულობა გარკვეული ძვრებს იწვევს ორგანიზმში, იმუნურ სისტემაში, თავად ორსულობა დატვირთვაა ორგანიზმის, ცნობილია, რომ ნებისმიერი თანმხლები დაავადებებით ან დატვირთვების მქონე პაციენტებში დაავადება უფრო მძიმედ ვითარდება. სწორედ ამიტომ მყისიერად გააკეთა ჯანდაცვის სექტორმა რეაგირება და შექმნილია სპეციალური გუნდი, სპეციალური სამსახური ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების და მეანგინეკოლოგების მონაწილეობით, რომლებიც სპეციალურად ფოკუსირებული არიან ორსული კოვიდპაციენტების მართვაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
